„არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში“ - მინისტრის მოადგილე მაგნიტსკის სიაზე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით, ევროკავშირის ე.წ. მაგნიტსკის თავდაპირველი სია საქართველოსთან აქტიური კონსულტაციით იქნა მიღებული, თუმცა შემდგომ ვერსიებთან მიერთება, ამ ეტაპზე, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.
ამის შესახებ ჯანჯალიამ პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თუმცა არ განუმარტავს, რაში მდგომარეობდა ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობა.
ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან ერთად ძალიან აქტიურ კონსულტაციებში იქნა მიღებული და საქართველო იყო პირველადი ვერსიის მხარდამჭერი. უკვე შემდგომი ვერსიები და შეზღუდვები, რომელიც ამ სიის მიხედვით განხორციელდა, მოცემული იყო იმ ფორმით, რომელიც არ იყო ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისობაში. შესაბამისად, ჩვენ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვერ მივუერთდით“, - განაცხადა ჯანჯალიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანა მხოლოდ ერთ ნაწილს მიუერთდეს.
„ვალდებულებები არის 100%-იანი — თუ მიუერთდი მე-4, მე-5 გადაწყვეტილებას, 1-3-ის განხორციელების ვალდებულებაც გაქვს. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მომავალი ფორმები, ის ორწლიანი სანქციები, რომელიც უნდა განხორციელდეს, ამ ეტაპზე არ შედის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში და შესაბამისად, არ მოხდა ეს [მიერთება]“, — განაცხადა ჯანჯალიამ.
პუტინის გულის მოგების კიდევ ერთი მცდელობა - საქართველო პუტინის მხარდამჭერების წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ უერთდება. ოფიციალური თბილისი მაგნიტსკის სიას ავტომატურად ეთიშება.