ქართული და აფხაზური ინტერსები დაუახლოვდა ერთმანეთს, როდესაც მართლაც უნდა ვიფიქროთ, რომ აფხაზეთის მიწა არ იყოს ანექსირებული - ტურაშვილი

21.12.23 22:06
ქართული და აფხაზური ინტერსები დაუახლოვდა ერთმანეთს, როდესაც მართლაც უნდა ვიფიქროთ, რომ აფხაზეთის მიწა არ იყოს ანექსირებული - ტურაშვილი

„30 წლის განმავლობაში მაქვს განცდა, რომ ახლა არის პირველად სწორედ ის შემთხვევა, რომ ქართული და აფხაზური ინტერსები დაუახლოვდა ერთმანეთს, როდესაც ჩვენ მართლაც უნდა ვიფიქროთ, რომ აფხაზეთის მიწა არ იყოს ანექსირებული და ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ მშვიდობის საკითხების მკვლევარი მედეა ტურაშვილი აკეთებს.

მედეა ტურაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ტერიტორიების ანექსიის საფრთხე რეალურია და ამას აფხაზეთში მცხოვრებლებიც უპირისპირდებიან.

ძალიან საინტერესო პროცესები მიდის აფხაზეთში იმ კუთხით, რომ იმ ოკუპაციის პირობებისდა მიუხედავად, იმ კონტროლის მიუხედავად, სამხედრო ჩარევების მიუხედავად, რასაც იქ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ახლა, აფხაზური საზოგადოება - ეთნიკურად აფხაზები, ახერხებენ, რომ გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ კონტროლს. ისინი ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, აპარატამენტების თემა, აგარაკების თემა, მათთვის ეს მნიშვნელოვანია და ახერხებენ, რომ დაუპირისპირდნენ რუსულ კონტროლს. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მათ ამის ძალიან მცირე რესურსი აქვთ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ რუსეთი ძალის გამოყენებით მათ აჯობებს, მაგრამ მცდელობა არ დავინახოთ, იქნებოდა შეცდომა. 30 წლის განმავლობაში მაქვს განცდა, რომ ახლა არის პირველად სწორედ ის შემთხვევა, რომ ქართული და აფხაზური ინტერსები დაუახლოვდა ერთმანეთს, როდესაც ჩვენ მართლაც უნდა ვიფიქროთ, რომ აფხაზეთის მიწა არ იყოს ანექსირებული და ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი,“ - განაცხადა მედეა ტურაშვილმა.

ირკვევა, რომ ბიჭვინთის აგარაკების საკითხი, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა უნდა განიხილოს. სხდომა  სავარაუდოდ ხმაურის და სახალხო პროტესტის ფონზე ჩაივლის, რადგან 200 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს აფხაზური საზოგადოებაც.