რუსეთის მიერ ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის მიტაცების მცდელობა "ოცნების" დანაშაულებრივი დუმილის ფონზე მიმდინარეობს - გახარია

22.12.23 13:24
რუსეთის მიერ ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის მიტაცების მცდელობა "ოცნების" დანაშაულებრივი დუმილის ფონზე მიმდინარეობს - გახარია

"რუსეთის მიერ ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის მიტაცების მცდელობა, ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რომელიც ქართული ოცნების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე მიმდინარეობს," - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია ავრცელებს.

გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

რუსეთის მიერ ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის მიტაცების მცდელობა, ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რომელიც ქართული ოცნების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე მიმდინარეობს. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ქართველი და აფხაზი ხალხის ინტერესებს. ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და იდენტობა," - წერს გახარია.

ირკვევა, რომ ბიჭვინთის აგარაკების საკითხი, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა უნდა განიხილოს. სხდომა სავარაუდოდ ხმაურის და სახალხო პროტესტის ფონზე ჩაივლის, რადგან 200 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს აფხაზური საზოგადოებაც.