"ვიწყებთ საარჩევნოდ მომზადებას" - ბოჭორიშვილი ხსნის, პარტიის ყრილობის მნიშვნელობას
"გვჭირდება ყრილობა და ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვიწყებთ საარჩევნოდ მომზადებას", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს. პოლიტსაბჭოს წევრის თქმით, ყრილობა საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული საკითხები წინასაარჩევნოდ მოგვარებული იყოს.
გვჭირდება ყრილობა და ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვიწყებთ საარჩევნოდ მომზადებას და რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მათ შორის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და ამას ემსახურება მათ შორის ყრილობის მოწვევა. ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ წლის ბოლომდე ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, რომ ვიმუშაოთ ამ საკითხებზე და არ გადავდოთ მომავალი წლისთვის. მე სხვა ვერაფერი მიზეზი ვერ დავინახე, გარდა იმისა, რომ შესაძლებლობა, წლის ბოლომდე გავაკეთოთ ეს საქმე,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცვლილებები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში - პოლიტსაბჭოს წევრები აღარ იქნებიან კახა კუჭავა, ეკატერინე ტიკარაძე. ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა მცირდება და შემადგენლობა 20-ის ნაცვლად 15 წევრი იქნება. „ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს.