სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მომღერალი ყოველთვის უნდა იყოს კრიტიკით განწყობილი მთავრობის მიმართ - კაპანაძე
"მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ყველა მინდა, რომ იყოს ერთიანად და არავითარი პოზიცია, ოპოზიცია, ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი," - ასე ეხმაურება მომღერალი ნუკრი კაპანაძე ხელისუფლების მიერ მომღერლების ნაწილის დაბლოკვას.
ნუკრი კაპანაძე "პირველებთან" ამბობს, რომ სამოქალაქო პოზიციის გამო ხელოვანის დაბლოკვა, გაუმართლებელია.
ძალიან ვწუხვარ, რომ არ არის, ისევე, როგორც ალბათ. ნინო წუხდა, როცა მე არ ვიყავი კონცერტებზე. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც ყველა მინდა, რომ იყოს ერთიანად და არავითარი პოზიცია, ოპოზიცია, ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მომღერალი ყოველთვის უნდა იყოს კრიტიკით განწყობილი მთავრობის მიმართ, მე ასე მგონია, მე ყოველთვის მაინტერესებს კრიტიკული აზრი და არა მაამებლური,“ - განაცხადა ნუკრი კაპანაძემ.
მომღერლების შავი სია - "ქართული ოცნება" მუსიკოსებს ბლოკავს. ქვეყნის მთავარ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას თბილისსა და რეგიონებში წელსაც მხოლოდ ის შემსრულებებლი მიიღებენ, ვინც მმართველ პარტიას მოსწონს.
ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სია ცნობილია. ირკვევა, რომ მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა 718 874 ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიაSmart Event-თან.