ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს მახინჯი პრაქტიკა - ნატო მეტონიძე მომღერლების დაბლოკვაზე
"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს მახინჯი პრაქტიკა", - ასე ეხმაურება მომღერალი ნატო მეტონიძე მთავრობის მიერ მომღერლების დაბლოკვას და "შავი სიის" არსებობას.
ნატო მეტონიძის შეფასებით, მსგავსი მიდგომა და მომღერლების გამოყოფა მიუღებელი და ამოუხსნელია.
ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს - ეს მახინჯი, რაღაც გაუგებარი, ამოუხსნელი პრაქტიკა, რომელიც არ დამთავრდა ამ ქვეყანაში,“ - ამბობს ნატო მეტონიძე.
მომღერლების შავი სია - "ქართული ოცნება" მუსიკოსებს ბლოკავს. ქვეყნის მთავარ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას თბილისსა და რეგიონებში წელსაც მხოლოდ ის შემსრულებებლი მიიღებენ, ვინც მმართველ პარტიას მოსწონს.
ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სია ცნობილია. ირკვევა, რომ მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა 718 874 ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიაSmart Event-თან.