მომღერლების დაბლოკვა გალაკონცერტზე - თბილისის მერიის პასუხი ხელოვანებს
ხელისუფლების მიერ მომღერლების დაბლოკვა გალაკონცერტზე - თბილისის მერია მომღერლებს პასუხობს.
როგორც უწყება "პირველებს" ეუბნება, მონაწილეთა შერჩევა კონცერტზე პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა. თბილისის მერია სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, მათ მიერ მომღერლების შერჩევა პოლიტიკური ნიშნით ხდება.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე, როგორც წინა წლებში, ისე წელს, მონაწილეთა შერჩევა არ მომხდარა არანაირი პოლიტიკური ნიშნით. ამის დასტური არის დედაქალაქში გამართული არაერთი კონცერტი და გალა კონცერტი ცნობილი მომღერლების შესრულებით (ყველა მსგავს კონცერტზე მედიას აქვს წვდომა მონაწილეთა შესახებ).
ვიმეორებთ, არცერთ კონცერტზე პოლიტიკური ნიშნით მომღერალთა შერჩევას ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია პოლიტიკური ნიშნით არჩევს მომღერლებს, არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია," - ამბობენ თბილისის მერიაში.
ხელისუფლება რომ მიუღებელი სამოქალაქო პოზიციის გამო ბლოკავს მომღერლებს, ამასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა მომღერალმა ნინო ქათამაძემ. ცნობილი მომღერალი თვლის, რომ "მთელი კულტურა დამოკიდებული გახდა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე".
ნინო ქათამაძე არ არის ერთადერტი მომღერალი, რომელიც გალაკონცერტზე მონაწილეობას არ მიიღებს. დაბლოკილ მომღერლებს შორის არიან სოფო ნიჟარაძე და ლელა წურწუმიაც.
ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სია ცნობილია. ირკვევა, რომ მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა 718 874 ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიაSmart Event-თან.