მინისტრმა ბოდიში მოიხადა, არ შეიძლება პოლიტიზირება - სერგეენკო ვაქცინაციის შეფერხებაზე

22.06.21 15:20
მინისტრმა ბოდიში მოიხადა, არ შეიძლება პოლიტიზირება - სერგეენკო ვაქცინაციის შეფერხებაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო ვაქცინაციის პროცესის შეფერხებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. სერგეენკო მიიჩნევს, რომ საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს, რადგან შეფერხება მოხლოდ რამდენიმე კლინიკაში იყო და ჯანდაცვის  მინისტრმა უკვე ბოდიშიც მოიხადა. 

რამდენიმე კლინიკაში იყო ეს შეფერხება და ადამიანები საათების განმავლობაში თაკარა მზის ქვეშ ელოდებოდნენ, ერთ კლინიკაში იყო, არაა ეს შეღავათი მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ. ცუდია რომ შეფერხება შეიქმნა, მაგრამ ამის ესე პოლიტიზირება არ შეიძლება, გუშინ გამოვიდა მინისტრი და ბოდიში მოიხადა, დღეს გამოვიდა დაავადებათა კონტროლის იდრექტორი და ძალიან დეტალური ინსტრუქცია გააკეთა ამის შესახებ", - ამბობს დავით სერგეენკო. 

შეგახსენებთ, რომ უკვე მოერე დღეა ასტრაზენეკაზე დარეგისტრირებული ადამიანები კუთვნილ დოზას ვერ იღებენ. აღმოჩნდა რომ კლინიკებში საკმარისი დოზები აღარ არის. ამის მიზეზად ამირან გამყრელიძემ დოზების არასწორი დათვლა და ლოჯისტიკური პრობლემები დაასახელა.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფაქტის შესწავლა დაიწყო