მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს - ომბუდსმენის ანგარიში

23.06.21 18:05
მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს - ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა, სადაც საუბარი კარტოგრაფების საქმესაც შეეხო. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდება  კანონიერების პრინციპს ეწინააღმდეგებოდა.  

ბოლომდე შევისწავლეთ ე.წ. კარტოგრაფების საქმის მასალები და ჩვენი შეფასებით, მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ  საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა", - თქვა ნინო ლომჯარიამ.