მეუფე სპირიდონმა მღვდლებს LGBTQ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა
მეუფე სპირიდონმა მღვდლებს ლგბტქ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა. ამის შესახებ სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა ქადაგების დროს თქვა. მის მიერ დაწესებული აკრძალვა სხალთის ეპარქიაზე ვრცელდება.
ჩვენ ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსაც, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან, ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და დიდი სინანულის შემდეგ, უკვე შეიძლება მერე მაგის ზიარება", - თქვა მეუფე სპირიდონმა.