ეს სიჩქარე ცუდი სტარტი იქნება - ჰარცელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე
ეს სიჩქარე ცუდი სტარტი იქნება - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ჰარცელი მოსამართლეების დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.
ჩვენ, მე და კოლეგებმა აშშ-დან და ევროპის საბჭოდან ამასთან დაკავშირებით პოზიცია უკვე გამოვთქვით — სჯობს ცოტა შენელება, არ არის საჭირო სიჩქარე და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები დანიშვნებთან დაკავშირებით. ასევე, ამაში გათვალისწინებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება, რათა ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირი მიდგომა იყოს. იმედი მაქვს, პარლამენტში ამის განხილვა ასეც მოხდება. ამ საკითხის შესწავლა უნდა გაგრძელდეს და ვიმედოვნებ, არ აჩქარდებიან, რადგან ეს სიჩქარე ცუდი სტარტი იქნება ამ ხელშეკრულების განხორციელების პროცესში.ყველაზე დიდი მონაპოვარი ისაა, რომ დისკუსიები გაგრძელდა და ოპოზიცია დაბრუნდა პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, რადგან უამრავი გამოწვევა არსებობს. იმედი მაქვს, რომ შეთანხმების სულისკვეთება გარძელდება", - განაცხადა ჰარცელმა.