დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება - სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე

23.06.21 20:16
დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება - სალომე ზურაბიშვილი მოსამართლეების დანიშვნაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიშელის დოკუმენტს სხვანაირად განმარტავს და აღნიშნავს, რომ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება სწორი არ იქნება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიშელის დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება. 

ვფიქრობ, მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს. კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. მივიჩნევ, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რომელსაც მე არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, რამდენად გადატვირთულია ჩვენი სასამართლო და ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც ამერიკის ელჩთან საუბარი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი მიმართულებით, ეს იქნება საარჩევნო კოდექსი, ამნისტიის კანონი სამართლებრივი კუთხით და მივაღწევთ შედეგს, ამაში დარწმუნებული ვარ", - ამბობს ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები