ეს არის საგანგაშო, მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს - ხატია დეკანოიძე

24.06.21 12:08
ეს არის საგანგაშო, მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს - ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, აშშ-ის საელჩოს ქმედებას, რომელმაც სოციალურ ქსელში მიშელის დოკუმენტი გამოაქვეყნა, საგანგაშოდ მიიჩნევს. ოპოზიციური პარტიის წევრი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში საქართველო სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას დაკარგავს. 

ასეთი განცხადება, რომელიც აიტვირთა სოციალურ ქსელში, ტვიტერში და გაავრცელა აშშ-მ, მე პარტნიორი ქვეყნების მიმართ არ მინახავს. ეს არის საგანგაშო, მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს. არ შეიძლება, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, დაკარგოს ბევრი რამ და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ სურს სასამართლო სისტემის დათმობა, - ამბობს დეკანოიძე.
 

აშშ-ის საელჩომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირები, მიშელის შეთანხმება ტვიტერზე გამოაქვეყნა და ყველა პუნქტი ყვითელი ფერით მონიშნა.