ჯარიმების ამნისტია არჩევნების წინ - 245 ათასი მოქალაქე ჯარიმის გადახდისგან თავისუფლდება
კოვიდრეგულაციების გამო დაკისრებული ჯარიმები უქმდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ბრძანებით, 245 000 მოქალაქე ჯარიმის გადახდისგან თავისუფლდება.
დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.