ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის დასასრულებლად ყველა ფორმატს გამოვიყენებ - დავით ზალკალიანი

24.06.21 12:53
ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის დასასრულებლად ყველა ფორმატს გამოვიყენებ - დავით ზალკალიანი

 ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის დასასრულებლად ყველა ფორმატს გამოვიყენებ - აცხადებს ბრიუსელში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, დაგეგმილია  შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და ევროპარლამენტარებთან. მინისტრი პირობას დებს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძე საპყრობილედან გათავისუფლდეს.

როგორც დღეს, ასევე ხვალ, ბორელთან შეხვედრაზე მექნება ამაზე საუბარი, ასევე-ევროპარლამენტარებთან. მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ვიზიტს იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემის აქტუალიზაცია მოხდეს. იმისთვის, რომ ყველა არსებული, თუ არარსებული, არხები იყოს გამოყენებული, რომ დაუყონებლიც დასრულდეს გახელაძის უკანონო პატიმრობა - აცხადებს ზალკალიანი.

საქართველოს პირველი დიპლომატი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის "ასოცირებული ტრიოს" - საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უკავშირდება. 

ზალკალიანი უკვე შეხვდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებებში გაერო-ს როლი იყო.

მსგავსი სიახლეები