მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ამას სექტემბერში, არჩევნებამდე გავაკეთებდით - კობახიძე ჯარიმების ამნისტიაზე
მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ამას სექტემბერში, არჩევნებამდე გავაკეთებდით - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განცხადება ჯარიმების ამნისტიაზე საუბრისას გააკეთა.
მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს გაკეთდებოდა მაგალითად სექტემბერში, მაგრამ გაკეთდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტარდება თვითმმართველობის არჩევნები", - ამბობს უმრავლესობის წევრი
მისი თქმით, ნებისმერ ამნისტიაში, თავისი არსით, არის უსამართლობის მარცვალი.
ამნისტია ეხება სამართალდამრღვევს და ბუნებრივია, გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის. ნებისმიერ ამნისტიას ეს ახასიათებს, მაგრამ საბოლოო ჯამში კოვიდმა სხვადასხვა ფორმით დააზარალა ადამიანები, მათ შორის სამართადამრღვევებიც და როდესაც ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული"- თქვა კობახიძემ.