თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ გაუკეთებიათ - კობახიძე ოპოზიციის დაანონსებულ ბოიკოტზე
თავში ქვა უხლიათ, რაც უდათ გაუკეთებიათ, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციის მუქარას პარლამენტიდან გასვლასტან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე ამბობს, ოპოზიცია ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედება მიშელის დოკუემნტს ეწინააღმდეგება.
ტყუილია ის, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს, პირიქით, ჩვენ ვმოქმედებთ ზუსტად მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ეს ერთი და მეორე, საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ გაუკეთებიათ, - ამბობს კობახიძე.
„ლელოს“ ლიდერმა ხელისუფლება შეთანხმების აქტის დარღვევაში დაადანაშაულა და ოპოზიციას საპარლამენტო ბოიკოტის განახლებისკენ მოუწოდა.