სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

24.06.21 15:15
სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ სანქციები არა ხელისიფლებას, არამედ ოპოზიციას უნდა დაუწესდეს. მისი თქმით, როდესაც ოპოზიციის ნახევარზე მეტს მიშელის დოკუმენტზე ხელი მოწერილიც კი არ აქვს,  მათი მხრიდან სანქციებზე საუბარი უადგილოა. 

სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია. „ნაცმოძროაბა“ , რომელიც არის პირველი ოპოზიციური პარტია შედეგების მიხედვით, დღემდე ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს. ოპოზიციონერ ეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს და ესენი საუბრობენ სანქციებზე, ყველაფერს აქვს საზღვარი, - აცხადებს კობახიძე.