"ქუჩაში ვიქნებით ბევრნი, არ მივცემთ მსვლელობის უფლებას" - საგანგებო შეკრება "ღირსების მარშის" ჩასაშლელად
საგანგებო შეკრება სოლიდარობის მარშის ჩასაშლელად - რადიკალთა ჯგუფის წევრები ამ წუთებში მცხეთის სასტუმროში იკრიბებიან.
დღეს გახდება ცნობილი თუ რა კონტრაქციებს დაგეგმავენ ღირსების მარშის ღონისძიების წინააღმდეგ.
"ქუჩაში ვიქნებით ბევრნი, არ მივცემთ მსვლელობის უფლებას"- აცხადებენ ისინი.
ესენი არიან პედოფილთა გაერთიანება, მათი სამიზნე ჯგუფები ბავშვები არიან. ჩვენი შვილების გარყვნა უნდათ"- აცხადებს შეკრების ერთ-ერთი წევრი.
რადიკალთა თავყრილობა ულტიმატუმის ამოწურვამდე 1 დღით ადრე იმართება, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას ვადა 25 ივნისამდე მისცა, თუ სოლიდარობის მარშს მთავრობა არ გააუქმებს, ისინი რადიკალური პროექტით იმუქრებიან.