ძალადობა კასპის საკრებულოში - "ოცნების" ბრალდებული მაღალჩინოსნები მედიასთან არ ჩნდებიან
ძალადობა კასპის საკრებულოში - "ოცნების" მაღალჩინოსნები იმალებიან. კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და აპარატის უფროსი მედიის კითხვებს არ პასუხობენ. ადგილობრივი მედია მათთან კონტაქტზე ვერ გადის.
ბრალი წაუყენეს კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მჭედლიშვილს და აპარატის უფროსს ზურა ჩიტიშვილს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე იმსჯელა და ორივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, წინასასამართლო სხდომა კი 5 თებერვალს არის ჩანიშნული.
კასპის საკრებულოს თავმჯდომარე "პირველებთან" ადასტურებს, რომ გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, საკრებულოში ბრალდებულები თანამდებობას მაინც იკავებენ.
ბრალეულობა არ არის დამტკიცებული, როგორც ვიცი, სხვა არაფერი არ ვიცი, დაველოდოთ სასამართლოს რა იქნება მომავალში და იმის მერე პასუხს გაგცემთ, ახლა არაფერი არ ვიცი," - ამბობს შოთა ბეგლარიშვილი.
"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს - საკრებულოს დეპუტატებს პროკურატურა სამოქალაქო აქტივისტზე ირაკლი მილაძეზე ძალადობას ედავება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ირაკლი მილაძე ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სცემეს.