ვაქცინები არსად გამქრალა - ჯანდაცვის მინისტრი

24.06.21 16:20
ვაქცინები არსად გამქრალა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ირწმუნება, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინები არ დაკარგულა.

მეტიც, მისივე მტკიცებით, NCDC-ში აუდიტის სამსახური იმიტომ შევიდა, რომ პროცესი მეტად ეფექტურად მართონ. 

ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა.

შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ მოხსენებას, ასევე მოგვცემენ კონკრეტულ მითითებებს, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს“,- ამბობს ტიკარაძე.

მისი განცხადებით, არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ  გარკვეული პასუხისმგებლობის დადგომაზე ისაუბრონ.

აუდიტის სამსახურის ვალდებულებაა, დეტალურად შეისწავლოს სამინისტროს და სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა სსიპ-ის საქმიანობა. ეს ჩვენ გვაქვს როგორც გეგმურ პროცესად, ასევე საჭიროების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში აუდიტის სამსახური დეტალურ მოკვლევას გააგრძელებს"- აღნიშნა მინისტრმა.