პარლამენტის ვალდებულებაა, შეაჩეროს პროცესი - კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე
ამერიკის კიდევ ერთი გაფრთხილება. შეერთებული შტატები უკან არ იხევს და ,,ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ სთხოვს, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
ამერიკის ელჩმა საქართველოში გააკეთა. კელი დეგნანი პირდაპირ ამბობს, რომ ,,ოცნებამ" სასამართლო რეფორმის პირობა დადო, ეს ვალდებულება არ შეუსრულებია და ვიდრე არ იქნება რეფორმა, არ უნდა დაინიშნოს ახალი მოსამართლეები.
19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. რაც გულისხმობს უვადოდ მოსამართლეების განმწესების დროებით შეჩერებას მანამ, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო დებატები სასამართლოს თემაზე.
19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებენ ძალიან ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში. თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს ეს პროცესი, მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება. ეს სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისა და მთლიანად საქართველოსთვის - აცხადებს ამერიკის ელჩი.
მიშელის შეთანხმების გვერდის ავლით მმართველმა პარტიამ გუშინ დაანონსა, რომ კლანის შერჩეულ მოსამართლეებს ვაშინგტონისა და ბრიუსელის მოთხოვნის მიუხედავად კენჭს მაინც უყრის და პროცესს არ გააჩერებს.