კორძაია კობახიძეზე: თუ ასეთი მაგარია, ჩამოსწიოს ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე და მერე ილაპარაკოსს
"თუ ასეთი მაგარია, ჩამოსწიოს ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე და მერე ილაპარაკოს ბევრ რამეზე," - ასე პასუხობს დეპუტატი თამარ კორძაია ირაკლი კობახიძის და მისი თანაგუნდელების მიერ დაწყებულ მორიგ ე.წ. გაშავების კამპანიას ოპოზიციის წინააღმდეგ.
მთელი დღეა, მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ არჩევნებში ისევ "ქართული ოცნება" მოიგებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებას. კობახიძემ კი იერიში ნიკა გვარამიას და მის ჯერ არ არსებულ პოლიტიკურ პარტიაზე მიიტანა და თქვა, რომ არც მას აქვს გამარჯვების შანსი.
კორძაიას შეფასებით, მმართველ პარტიას ნიკა გვარამიას, როგორც ძლიერი პოლიტიკური აქტორის შიში აქვთ და ამის დასტურია, მისი დაკავება.
თუ ასეთი მაგარია, ჩამოსწიოს ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე და მერე ილაპარაკოს ბევრ რამეზე და როდესაც მთელი ძალაუფლება მიტაცებული აქვს „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მაშინ მაგარია საუბარი იმაზე, რომ მოიგებენ და 1-2 პროცენტიან პარტიებს აჯობებენ?
ნიკა გვარამიამ გაუფართოვა მათ შიშისგან თვალები, ნიკა გვარამიას მოშორება უნდოდათ იმიტომ დაიჭირეს თავის დროზე, მაგრამ ვერ ახერხებენ, მოუწიათ გამოშვება მისი და ა.შ. ნიკა გვარამია რომ სერიოზული აქტორია, ზუსტად ეგ აწუხებს დღეს ქართულ ოცნებას,“ - ამბობს კორძაია.