მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან - მარინა კალიურანდი
ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა.
მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტში თანაფასილიტატორად დანიშვნას "ტვიტერზე" გამოეხმაურა
მეამაყება ჩემი წარდგენა და მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან,- წერს კალიურანდი სოციალურ ქსელსში.
საქართველოს პარლამენტში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის დაწყებას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.
„ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს.