პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება

25.06.21 11:13
პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება

პოლიტიკური მოვლენების ცენტრი პარლამენტია - დღეს პრემიერ-მინისტრი დეპუტატებს ანგარიშს ჩააბარებს. ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციის მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. 

ხელისუფლების ოპონენტების შეკითხვები ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზს შეეხება. ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე საგარეო მიმართულებით არსებულ კითხვებსაც დასვამენ. 

მისი ვიზიტი არ იქნება მარტივი ხელისუფლებისთვის, ჩვენ ვაპირებთ, მას დავუსვათ ძალიან ბევრი კითხვა იმ კონკრეტულ ფაქტებზე, შემთხვევებზე, კონკრეტულ საქმეებზე, მიტოვებულზე, მოტყუებულ ახალზე. მთავარი დღეს არის ხელისუფლების ნეპოტიზმი, მათი კორუფციული საქმიანობა, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი.  

მმართველი გუნდის წევრები კი ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში შთამბეჭდავი იქნება. 

ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი ანგარიშია და პრემიერი წარმოადგენს ძალიან საინტერესო საკვანძო საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე საათში ელოდებიან. 
 

მსგავსი სიახლეები