ცოტა დაღლილობაა საქართველოთი, ცოტა იმედგაცრუება - გახარიამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

25.06.21 11:29
ცოტა დაღლილობაა საქართველოთი, ცოტა იმედგაცრუება - გახარიამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

პარტია „საქართველოსთის“ ლიდერი აშშ-ში ვიზიტს ასრულებს. ბოლო მოლაპარაკებები გიორგი გახარიამ გავლენიან ამერიკელს სენატორებთან და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან გამართა.

„ამერიკის ხმის“ ქართველი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი გახარია აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოთი ცოტათი დაიღალნენ და იმედგაცრუებაც ეტყობათ. 

სამწუხაროდ, ჩვენ რაც შევამჩნიეთ როგორც ბრიუსელში, ასევე, ვაშინგტონში, ცოტა დაღლილობაა საქართველოთი, ცოტა იმედგაცრუებაა საქართველოთი, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ დავინახეთ მყარი მხარადაჭერა სახელმწიფოსი და საქართველოს მოქალაქეების. ეს დაღლილობა ეხება კონკრეულ პოლიტიკურ პროცესებს და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, - აცხადებს გახარია.

ინფორმაციას, თითქოს ყოფილი ექსპრემიერი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან გადაიკვეთა, სიცრუეს უწოდებს ექსპრემიერის თანაგუნდელი, კახაბერ  ქემოკლიძე. 

სამწუხარო ფაქტი ასევე იმაში მდგომარეობს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნისთვის აქტიური პრობლემების მოგვარებაზე იყოს კონცენტრირებული, დაკავებულია დეზინფორმაციის კამპანიის წახალისებით, - ამბობს ქემოკლიძე.