დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი - თარხან-მოურავი

დავით თარხან-მოურავი უარყოფს, რომ ხატმწერმა მატრონას ხატზე ის და ირმა ინაშვილი გამოსახა. ამის შესახებ თარხან-მოურავმა "პირველებს" უთხრა.
თარხან-მოურავის თქმით, ხატზე გამოსახული ქალის ვიზუალი ირმა ინაშვილის ვიზუალისგან განსხვავებულია.
მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი. თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი - მგონი სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახის მოხაზულობით, ვერ ცხვირით, თუ გსურთ, რომ გამოიგონოთ, ყველაფრის გამოგონება შეიძლება.
მორიგი რაღაც ტყუილებია, გავაფრენ ამდენი ტყუილის ატანა აღარ შემიძლია. ეს არ არის რომ ჩვენ ვართ, რატომაა ცუდი, თუ ვიღაც სადღაც მუხლებზე სადმე დგას, ამას ვერ ვიგებ.
როდის დაიწერა ეს ხატი? – 2018 წელს და მე თმები არ მაქვს უკვე 10 წელიწადია, 10 წელიწადია მელოტი ვარ. მე ასეთი თმა მაქვს, ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?“ - ამბობს თარხან-მოურავი", - ამბობს დავით თარხან-მოურავი.
დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის წმინდა მატრონას ხატზე გამოსახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის დამადასტურებლადაც ხატიდან ნახატის ფრაგმენტიც იყო მოახლოებული.
"როდემდე უნდა გაგრძელდეს ფაქტების მალვა ხალხო ❗️❗️❗️აქციებს რომ ატარებენ და ვიღაცეების დასჯას რო ითხოვენ, წმინდა მატრონას ხატზე სტალინთან შეხვედრის სცენის გარდა ასევე გამოსახულები არიანო ინაშვილი და თარხანმოურავი. დაჩოქილები ლოცულობენ და ევედრებიან არჩევნებში გამარჯვებას. მარცხენა კუთხეშია ეს. დაიწყეთ ეხლა არ დაგვინახავს, არ შეგვიფასებია, საინტერესოა ვისი დავალებით შეიტანა ეს ხატი ირმამ და თარხანამ სამებაში. გეკითხათ თავის დროზე სამებაში მღვდლებისთვის და გეტყოდენ ვინც დართო ნებართვა. გამოვიდნენ ახლა საპატრიარქოდან და თქვან ვისი დავალებით შეიტანეს. თუ ასე არაა მაშინ რატო გადამალეს ხატი და რატო არ სცემენ პასუხს ქუჩაში გამოსულ ხალხს ვიღაცის დასჯას რო ითხოვენ, უთხრან მათ ვისი ბრალია და აღიარონ თავად", - წერია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.