უნდა გადაიყვანონ თუ არ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში - რას ამბობენ "ვივა მედში"
უნდა გადაიყვანონ თუ არ მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში - "პირველებთან" "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ ის ამის რეკომენდაციას არ გასცემს.
როგორც ზურაბ ჩხაიძე "პირველებს" ეუბნება, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მას სტაციონარში ყოფნა ესაჭიროება.
ამ ეტაპზე ჩვენ ვთვლით, რომ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სტაციონარის პირობებში. მისი მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელიც საჭიროა ჰოსპიტალიზაციის პირობებში პაციენტის ყოფნისთვის. საყურადღებო რჩება სხვადასხვა მომენტი - ლაბორატორიული კვლევის შედეგები, თუნდაც მისი სუბიექტური მდგომარეობა - მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, მას აღენიშნებოდა სხეულის ზოგადი ტემპერატურის მატება, ზოგადი სისუსტე, აქვს სუბიექტური ჩივილები.
გარემო, რაზეც არის საუბარი, ეს არის პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივა, ეს არანაირად არ არის კლინიკის კომპეტენცია,“ - ამბობს ზურაბ ჩხაიძე
პრორუსული "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტმა სასჯელი არა "ვივა მედში", არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს. ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმ ფონზე აკეთებს, როდესაც გუშინ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა უმძიმესი დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ვივა მედში შექმნილი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილისთვის მჩაგვრელი და დამამცირებელია.