სააკაშვილს რაში ედება ბრალი - რომ გადარჩა და ცოცხალი რომ არის? - მანჯგალაძე
უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი "ვივა მედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში - "ხალხის ძალის" მოთხოვნას "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა.
დეპუტატის შეფასებით, იმ დროს, როდესაც ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა უმძიმესი დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ვივა მედში შექმნილი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილისთვის მჩაგვრელი და დამამცირებელია, საპარლამენტო უმრავლესობა მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.
რაც შეეხება სააკაშვილს, სააკაშვილს რაში ედება ბრალი? - რომ გადარჩა და ცოცხალი რომ არის, ამაზე სთხოვენ პასუხს და ცუდია, მითუმეტეს წამების კომიტეტის განცხადების ფონზე, არ ვისაუბრებდი მე მის ადგილზე ამ საკითხებზე,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
პრორუსული "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტმა სასჯელი არა "ვივა მედში", არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადოს.