"ვრჩებით უმუშევრები, დღეს გავიგეთ, პროტესტს გავაგრძელებთ" - "რესპუბლიკურის" თანამშრომლები

22.01.24 18:37
"ვრჩებით უმუშევრები, დღეს გავიგეთ, პროტესტს გავაგრძელებთ" - "რესპუბლიკურის" თანამშრომლები

"ვრჩებით უმუშევრები, არცერთი თანამშრომელი არ ეთანხმება ამ მდგომარეობას", - ამ განცხადებას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი "პირველებთან" აკეთებს და ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დღეს მედიიდან გაიგეს.

საავადმყოფოს თანამშრომლები დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ ფაქტის წინაშე დააყენა, როცა მთავრობის სხდომიდან გაიგეს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელისუფლება დაანგრევს. 

ასე არ დავტოვებთ. 30 წელია აქ ვმუშაობ, დღეს გავიგე, ჭორაობით იყო სიტუაციები. არაფრის დიდებით არ დავთმობთ. მუშაობის შეთავაზება არ მიგვიღია. არაფრის დიდებით, არცერთი თანამშრომელი არ ეთანხმება ამ მდგომარეობას, პროტესტს გავაგრძლეებთ, გადავკეტავთ ვაჟა-ფშაველას," - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შორის შეხვედრა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ექიმებს გააცნეს ის წინადადებები, რაც მთავრობას მათთვის კომპენსაციის კუთხით შეუძლია, რომ შესთავაზონ - მთავრობა თანამშრომლებს კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. თუმცა საავადმყოფოში დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ ჯერ კონკრეტული შეთავაზებები არ მოუსმენიათ. აზარაშვილის უწყებამ რესპუბლიკურის ექიმებს არჩევანის გასაკეთებლად 90 დღე მისცა.

ჯანდაცვის მინისტრმა უკვე დააანონსა, რომ ფასადების დემონტაჟი უახლოეს დღეებში დაიწყება. ახალი კლინიკის მშენებელს კი ტენდერით შეარჩევენ.

მსგავსი სიახლეები