არ ვაპირებთ არავისთან გაერთიანებას, არჩევნებზე მივდივართ მარტო, წერტილი - მეზვრიშვილი
"წინასაარჩევნო პროცესია, ბუნებრივი პროცესია, ამ პარტიას შეიძლება ვიღაცები დაემატონ, ვიღაცები წავიდნენ," - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი აკეთებს.
როგორც მეზვრიშვილი ამბობს, მისი გუნდი სხვა რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახალი წევრები მიიღოს გახარიას პარტიამ.
არ ვაპირებთ არავისთან გაერთიანებას, არჩევნებზე მივდივართ მარტო, წერტილი. ასე ვერ ვიტყვი, ჩვენ არასდროს კონკრეტულ ადამიანებთან საუბარი არც გუშინ გამოგვირიცხავს, არც დღეს გამოვრიცხავთ, წინასაარჩევნო პროცესია, ბუნებრივი პროცესია, ამ პარტიას შეიძლება ვიღაცები დაემატონ, ვიღაცები წავიდნენ,“ - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
შედგება თუ არა ყოფილი მეოცნებეების გაერთიანება გადამწყვეტი არჩეავნების წინ - გიორგი გახარია ირწმუნება, რომ მისი გუნდი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გაერთიანდება და ბრძოლას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მარტო აპირებს.
თუმცა "პირველების" ინფორმაციით, ექსპრემიერი "ოცნებიდან" წასულებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს უკვე მართავს. ერთ-ერთი ეკა ბესელიაა, რომელიც არ უარყოფს, რომ ყოფილი მეოცნებეების გაერთინების იდეაზე საუბარი გახარიასთან პირადად ჰქონდა.