თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას, გამოცხადდეს მორატორიუმი გამოსახლებაზე - საპროტესტო მარში თბილისში
თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას, გამოცხადდეს მორატორიუმი გამოსახლებაზე - ასმ მოთხოვნით მიმდინარეობს საპროტესტო მარში თბილისში.
სამოქალაქო აქტივისტებმა ზანდუკელის ქუჩიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გადაინცავლეს, სადაც სტუდენტებმა თსუ-ს კანცელარია დაიკავეს.
აქცივისტები უერთდებიან სტუდენტების პროტესტს. ისინი თსუ-ს რექტორს ულტიმატუმს უყენებენ, დააფიქსიროს პოზიცია დაკავებული ლექტორების საქმეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციის გადაყენებას მოითხოვენ.
აქციას უერთდებიან მაღაროელები, კურიერები - ისინი სოლიდარობას უცხადებენ ოჯახებს, რომლებსაც გამოსახლებას უპირებს ხელისუფლება, ასევე ითხოვენ ხასაიას და ჩიქობავას გათავისუფლებას.
ისეთი ბიჭები დაიჭირეს უსამართლოდ, რომლებიც ბევრი სტუდენტის აღმზრდელები არიან, არვინ შეარჩენს, რომ ისინი ციხეში იყვნენ, არავინ არ მისცემთ ამის უფლებას, თავისუფლება ბიჭებს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მივმართავთ ყველას, ცოტა აზრზე მოდით და თვალებში გამოიხადეთ. ეს არის მევახშეების მიერ გაკეთებული რეპრესიები, მევახშეების ზონერ ბირგადის მიერ, ამიტომ ხალხო, მოგიწოდებთ, მოდით თსუ-სთან და დავაფიქსიროთ, რა გვინდა, როგორ გაითვალისწინებენ, შევხედოთ,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
გამოსახლება ზანდუკელი ქუჩაზე დადასტურდა, რომ გადაიდო, ამავე წუთებში სტუდენტები შევიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიკავეს პირველი კორპუსის კანცელარია და ისინი არ გამოვლენ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ორი მოთხოვნა - აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება და გათავისუფლნენ უკანონოდ დაკავებულები - გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა.
მალევე დავაანონსებთ მარშს იგივე მოთხოვნებით, მათ შორის ერთ-ერთი იქნება გიორგის და კაკოს გათავისუფლება,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთი მონაწილემ.
ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ეს არის გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლება და ასევე მორატორიუმი გამოსახლებებზე. შერჩევით სამართალს ვხედავთ, გვინახავს მსგავსი ან უფრო მძიმე დანაშაულები, სადაც ასეთი მკაცრი არ ყოფილა სასამართლო, მაგრამ ასეთი ამოცანა აქვთ, რომ საზოგადოების აქტიური წევრები დააშინონ, მაგრამ ვერავის ვერ შეაშინებენ,“ - ამბობს ვახუშტი მენაბდე.