თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს - ღარიბაშვილი

29.01.24 17:28
თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შემდეგ მადლობა გადაუხადა ოჯახს გვერდში დგომისთვის. ღარიბაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ასევე ბიძინა ივანიშვილს.

თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი," - ამბობს ღარიბაშვილი.

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - ფაქტებით დადასტურებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წავიდა. "შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა სამთავრობო თვითმფრინავის ფრენის სრული მარშრუტი, რომელიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავი, "სი არ ჯი 200", რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა შვებულების დროის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, თვითმფრინავს კი ექსპლუატაციას ავიაკომპანია "ჯორჯიან ერავეზი" უწევს. პილოტებიც და ბორტგამცილებლებიც თამაზ გაიაშვილის თანამშრომლები არიან.

"შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებით გაბრაზებულმა პრემიერმა მედიას უთხრა, რომ "მას მდიდარი მშობლები ჰყავს"

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა საახალწლოდ მეუღლეს ბაკურიანში ტყე აჩუქა. ტყე, კოხტას თავზე, რომელიც ნუნუ თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა,  ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილის გაგრძელება, ფაქტობრივად ეზოა. "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში წერია, რომ პრემიერის ცოლმა იქ კულტურულ-სპორტული და ტურისტული ინფრაქტურა უნდა მოაწყოს, მაგრამ არაფერია დაკონკრეტებული რას აპირებენ. ტყით სარგებლობაში კი ღარიბაშვილების ოჯახი მხოლოდ 6225,9 ლარს გადაიხდის. ჩვნდება ეჭვი, რომ პრემიერის ოჯახს, ეზოში საკუთარი სასრიალო ტრასის მოწყობა სურს.