ივანიშვილის პასუხი "ჩაშვებაზე" - გახარიას გუნდი სამთავრობო ცვლილებებზე
სამთავრობო ცვლილებები - გახარიას გუნდში ამბობენ, რომ პოსტს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი დაემშვიდობება, რომლებმაც უცხოელ პარტნიორებთან ბიძინა ივანიშვილი "ჩაუშვა" და ის არაფორმალურ მმართველობაში ამხილა.
პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დასმენის შესახებ თავად ივანიშვილი კარგად არის ინფორმირებული.
გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელთა მანდატში შედიოდა და შედის ქვეყნის წარმომადგენლობა საერთაშორისო ასპარეზზე, "ჩაუშვეს", ფაქტობრივად დაასმინეს ბიძინა ივანიშვილი, რომ საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ არა თვითონ, არამედ ბიძინა ივანიშვილი. ანუ პასუხისმგებლობის გადაკისრება ხდებოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან"- თქვა ბუჩუკურმა.
გახარის გუნდი კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს და ამბობს: "შედეგებით მიხვდებით ვიზეც არის საუბარი".
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი ნიკოლოზ სამხარაძისა და მარიკა ბოჭორიშვილის კანდიდატურები განიხილება.
ასევე ნახეთ: საქართველო მთავრობის გარეშე - ვის უშვებენ ღარიბაშვილთან ერთად?