ირაკლი ღარიბაშვილი კანცელარიაშია, კობახიძე გაუჩინარდა

30.01.24 17:13
ირაკლი ღარიბაშვილი კანცელარიაშია, კობახიძე გაუჩინარდა

ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დღე მთავრობის კანცელარიაში - პოსტიდან გაშვებული  ექსპრემიერის  დღე ისევ ინგოროყვას ქუჩაზე და ისევ მთავრობის ადმინისტრაციაში დაიწყო.

ღარიბაშვილი იქ სავარაუდოდ თანამშრომლებთან დასამშვიდობებლად  და კაბინეტის დასაცლელად მივიდა. დიდი სამთავრობო ცვლილების შემდეგ კი "ოცნების" ლიდერები მიმალვაში არიან, მედიასთან ჯერ არც ირაკლი კობახიძე და არც მინისტრთა კაბინეტის არცერთი წევრი არ გამოჩენილა. არ  ჩანს არც ოლიგარქი, ვინც მთავრობის ახალი მეთაური ოფიციალურად უნდა წარადგინოს.

გაუჩინარებულები არიან ის დეპუტატებიც, ვინც შესაძლოა, პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს და ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრები ჩაანაცვლონ.

ირაკლი კობახიძე დღეს არც პარლამენტში და არც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამოჩენილა. ამ დრომდე არ მისულა როსტომ მეფის სასახლეში უკვე ყოფილი პრემიერი. 

ასევე ნახეთ: