ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, მასთან კონტაქტი არ მქონია - ვოლსკი
"ოცნების" წევრი გია ვოლსკი, კალაძისგან განსხვავებით, ამბობს, რომ სამთავრობო და პარტიაში არსებული ცვლილებების შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ბიძინა ივანიშვილთან, მისი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ კონტაქტი არ ჰქონია.
შეხვედრა არ მქონია. ყველაფერი, ეს არსებული სურათი, რაც პარტიაში და მთავრობაში ხდება, კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რასაკვირველია, იყო პოლიტიკიდან, მართვიდან მოცილებული და არანაირი კულისებს მიღმა მართვის ბერკეტები მას ხელთ არ ეპყრა. კონსოლიდაციისთვის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება იყო აუცილებელი. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, პირადად ბიძინა ივანიშვილთან არა. როდესაც დაბრუნდა ამის მერე მე მასთან პირადად კონტაქტი არ მქონია. ადრე ვულოცავდით ერთმანეთს რაღაც დღესასწაულებს", - ამბობს ვოლსკი.
ღარიბაშვილის გადაყენების შემდეგ გუნდის წევრებს არ შეხვედრია ივანიშვილი. ხვალ ოლიგარქმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ვიწრო წრეში უნდა თქვას მთავარი სათქმელი. იქ გაიგებს ყველა, ვის ტოვებენ და ვის რა მომავალი ექნება. დაბნეულობა ეტყობა ყველას, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელებსაც, რომლებიც დღეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადბებს აკეტებდნენ.