სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევეს - რას მოჰყვა დაპირისპირება

05.02.24 12:51
სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევეს - რას მოჰყვა დაპირისპირება

სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევეს - "ქართული ოცნების" გაღიზიანება ბიძინა ივანიშვილის ხსენებამ გამოიწვია. 

სალომე სამადაშვილს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე გააწყვეტინა გაერთიანებული კომიტეტების თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებდა, რა დროსაც მას "ოცნების" დეპუტატებმა კორექტულად საუბრისკენ მოუწოდეს.

მერაბიშვილზე აღარ ვსაუბრობ, მინისტრი აღარ არის და ციხეში იჯდა. ხოდა გომელაური ციხეში გავუშვათ? რა შედარება მოგყავს - ყოველი შს მინისტრი ციხეში უნდა გავუშვათ? 

თქვენ რომ ისწავლით პარლამენტში რისთვის ხართ ბიძინა ივანიშვილის კორუფციული ინტერესების დცვის გარდა, მერე შეექმნება აზრი თქვენთან საუბარს. ჯერჯერობით, ხართ რუსი კორუმპირებული მთავრობა," - მიმართა სხდომის დატოვების დროს სამადაშვილმა "ოცნების" დეპუტატებს.

მსგავსი სიახლეები