დაზიანების პოლიტიკას თავი დაანებონ და მიჰყვნენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებას - ქადაგიშვილი NGO-ებს

05.02.24 13:34
დაზიანების პოლიტიკას თავი დაანებონ და მიჰყვნენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებას - ქადაგიშვილი NGO-ებს

"თავიანთ ტრადიციულ დაზიანების პოლიტიკას თავი დაანებონ და მიჰყვნენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებას," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აკეთებს და ევროკავშირის ელჩის მოწოდებას პასუხობს.

მაშინ, როცა სტრატეგიული პარტნიორები ივანიშვილს პარტიას ურჩევენ, ევროკომისიის დათქმებზე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იმუშაონ, მმართველი პარტია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას პროცესებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.

არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ეკრძალება არცერთ ფორმატში მუშაობა და როცა იქნება ამ 9 დათქმასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში, მათ რეგლამენტის მიხედვით აქვთ სრული უფლება, ჩაერთონ, მობრძანდნენ და კომიტეტებში მოსმენებს დაესწრონ. 
თავიანთ ტრადიციულ დაზიანების პოლიტიკას თავი დაანებონ და მიჰყვნენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებას,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები