ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო... "ოცნებას" არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გადღაბნოს სურათი - დეკანოიძე

05.02.24 13:44
ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო... "ოცნებას" არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ გადღაბნოს სურათი - დეკანოიძე

ევროკავშირის ელჩის მოწოდებას, რომ უნდა გატარდეს სასამართლო რეფორმა, "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ეხმაურება.

როგორც დეკანოიძე ამბობს, ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია არსებობს როგორც საერთო სასამართლოების რეფორმის საჭიროებაზე, ასევე იუსტიციის საბჭოსა და დეოლიგარქიზაციაზე, რასაც ხელისუფლება არ ითვალისწინებს.

ჩემთვის ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, ვენეციის კომისიამ თქვა საერთო სასამართლოებზე, იუსტიციის საბჭოზე და თქვა, ანტიკორუფციული მიმართულებით სისტემურ მიდგომაზე და დეოლიგარქიზაციაზეც მათ შორის. ჩვენ მმართველ გუნდს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გადღაბნოს სურათი და თქვას, რომ იმან ის წარმოადგინა, ჩვენ არ ვეთანხმებით - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.