შეინარჩუნებს თუ არა ნეპოტიზმში მხილებული ლელა ჩიქოვანი თანამდებობას - რას ამბობს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი
დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ლელა ჩიქოვანს - ამასთან დაკავშირებით ჯუანშერ ბურჭულაძის შემცვლელი ირაკლი ჩიქოვანი, ჯერჯერობით, არ საუბრობს.
მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ მას მოადგილეებთან დაკავშირებით კონსულტაციები პრემიერთან ექნება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის დარჩება თუ არა ლელა ჩიქოვანი თანამდებობაზე თუ მოუწევს უწყების დატოვება.
არც ქალბატონ ლელასთან და არც სხვა მოადგილეებთან დაკავშირებით, მე, ჯერჯერობით, განცხადებას ვერ გავაკეთებ, დავიცავ კორექტულობას, დავიცავ პროცედურებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტი გამოგვიცხადებს ნდობას, გვექნება საერთო კონსულტაციები გუნდში, პრემიერ-მინისტრთან, რა თქმა უნდა, იცით, რომ პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს ბრძანებას და ვიდრე მე მექნება წარდგინებები, კონსულტაციების შედეგად ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. არცერთ მინისტრის მოადგილესთან დაკავშრებით კომენტარს დღეს მე არ გავაკეთებ,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ლელა ჩიქოვანის შესაძლო კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით შაბათის ეთერის ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.