ოხანაშვილს ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილის დამოკიდებულების მის მიმართ - სამადაშვილი
ქართველი ოლიგარქის მკაფიო ზეგავლენა საკუთარ თანაგუნდელებზე - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ "ოცნების" წარმომადგენელს, ანრი ოხანაშვილს ივანიშვილის მის მიმართ დამოკიდებულების ყველაზე მეტად ეშინია, ამიტომ იგი ყოველგვარი გზით ცდილობს რუსული პოლიტიკის ქვეყანაში გამტარებელი პირის დაცვას.
სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გაძევებასა და მისთვის მიკროფონის გათიშვის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული ქმედებებით მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მითვისება.
ოხანაშვილს ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილის, სადღაც რომ სხედან და პლუსებს, მინუსებს წერენ, მანდ რა ჩაეწერება. ფიქრობს, რომ ივანიშვილის ოლიგარქად ხსენებისთვის მიკროფონს ვინმეს თუ გამოურთავს ამით მას პლუსი დაეწერება, მაგრამ მინუსი ეწერება ქვეყანას, რადგან საქართველოს აქვს მიღებული მოთხოვნა ევროკავშირისგან, რომ თუ გნებავთ ჩვენთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ოლიგარქი ამ ქვეყანაში არის ერთადერთი და მას აქვს მიტაცებული სახელმწიფო. დღეს ოხანაშვილმა და სხვებმა რისი დემონსტრირებაც მოახდინეს არის ის, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუციები", - ამბობს სამადაშვილი.