ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში - სუბარი ზურაბიშვილს
"ჩვენ დავუშვით შეცდომა იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს ადამიანი იქნებოდა გამაერთიანებელი... ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო აქ შეინარჩუნეს, არა პარიზში," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.
სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილს "ქვეყნის ინტერესების ღალატში" ადანაშაულებს.
ჩვენ დავუშვით შეცდომა იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს ადამიანი იქნებოდა გამაერთიანებელი ჩვენი ქვეყნის დღევანდელობისა და იმ წარსულის, რომელიც ევროპაში გაიქცა ერთი საუკუნის წინ. ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში, არა გერმანიაში და არა სხვაგან," - განაცხადა სუბარმა.