სესიაშვილი, იობაშვილი, ჩაჩიბაია, ჩხარტიშვილი - პრემიერ-მინისტრის ოთხი მრჩეველი, სავარაუდოდ, შეიცვლება
რა ბედი ელით დეპუტატებს, რომლებიც კობახიძესთან დაპირისპირეის გამო პარლამენტიდან მთავრობაში გადავიდნენ - ისინი, ვინც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირეს და კობახიძის საპარლამენტო უმრავსლეობის წინააღმდეგ წავიდნენ, ახლა ახალი პრემიერის გადაწყვატილებას ელოდებიან.
პრემიერ-მინისტრის ოთხი მრჩეველი, სავარაუდოდ შეიცვლება. მათ შორის არიან ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი, რომელბიც ღარიბაშილმა კანცელარიაში საგანგებოდ გადანიშნა მას შემდეგ, რაც ე.წ. რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირეს და კობახიძის წინააღმდეგ წავიდნენ.
გადაწყვეტილებას ელოდება ირაკლი სესიაშილიც, რომელსაც ასევე კობახიძესთან ჰქონდა დაპირიპირება. მეოთხე მრჩეველი არჩილ ჩხარტიშვილია.
საპარლამენტო უმრავლესობაში ბუნებრივ ცვლილებად აფასებენ მრჩევლების შესაძლო ცვლილებას და ამბობენ, რომ ამას პირადად კობახიძე გადაწყვეტს.
საკითხი არის დაკავშირებული პრემიერის პირად პრეფერენციებთან და ვთქვათ, მის სურვილთან, ვისთან იმუშაოს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საკვანძო თანამდებობა უკავია, შეიძლება ის იქნას შეცვლილი. საერთოდ ასე ხდება, როდესაც მიდის ადამიანი, აპარატის უფროსი, თანაშემწე, სხვა ისეთი პირები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან, რომელთანაც დისკუსია მიდის გადაწყვეტილების მიღებისას, ეს ადამიანები ალბათ ურჩევია, რომ შეარჩიოს თავად, ეს ძალიან ნორმალურია მენეჯმენტისთვის,“ - ამბობს ოდიშარია.
ეს პრეროგატივაა პრემიერ-მინისტრის, ის როგორც ჩათვლის საჭიროდ, ვისთან უნდა იმუშაოს, ეს მისი გადასაწყვეტია. მან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ზოგს არ უნდა დარჩენა, ზოგს პირიქით, პრემიერს უნდა, გაუშვას, ეს გადასაწყვეტია პრემიერის.
იობაშვილიც, ჩაჩიბაიაც, რომლებიც წავიდნენ პარლამენტიდან, არ წავიდნენ გუნდიდან, ისინი არიან გუნდის წევრები, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, წინააღმდეგობა დარწმუნებული ვარ, არ იქნება,“ - ამბობს "ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი.
ირაკლი კობახიძემ გითხრათ, რომ თუ რამე ცვლილება იქნება, ამას თვითონ იტყვის და ეს არის ბუნებრივი პროცესი. აქედან გამომდინარეობს მისი კომენტარი, რომ დღეს თუ ორშაბათს, როცა მივა ადმინისტრაციაში, ის თავად განაცხადებს, თუ რამე საკადრო ცვლილებები ექნება, რაც არის ბუნებრივი პროცესი,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ცვლილებები მხოლოდ მრჩევლებს არ შეეხება - იცვლებიან მთავრობის ადმინისტრაციაში სხვადასხვა აპარატის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.