მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა

09.02.24 13:20
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი მიშა ფეიქრიშვილმა ჩაანაცვლა. ინფორმაციას ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს. 

წარმატებები მიშას ურთულეს,  მაგრამ საინტერესო საქმეში🇬🇪🇬🇪🇬🇪ბევრი კარგი ამბები და დღეებ, დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ," - წერს გიორგობიანი.

მიშა ფეიქრიშვილი ამ დრომდე "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი პარლამენტის პრესსამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

საკადრო ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში - "პირველების" ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე იცვლება. ცვლილება შეეხება ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს ნინო გიორგობიანს, რომელიც ირაკლი კობახიძის მთავრობაში გადასვლის შემდეგ დატოვებს თანამდებობას. 

მსგავსი სიახლეები