არ გამოვრიცხავ, რომ რეპრესიები მოაწყოს - დეკანოიძე კობახიძეზე

09.02.24 15:21
არ გამოვრიცხავ, რომ რეპრესიები მოაწყოს - დეკანოიძე კობახიძეზე

"არ გამოვრიცხავ, რომ რეპრესიები მოაწყოს", - ამ განცხადებას დეპუტატი ხატია დეკანოიძე საკანდრო წმენდასთან დაკავშირებით აკეთებს.

ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პრემიერის მრჩევლები შეიცვალონ, რადგან მათ შორის არიან "ოცნების" ყოფილი დეპუტატები, რომლებიც ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ წავიდნენ რუსული კანონის მიღების დროს და ხმა არ მისცეს რეპრესიულ კანონს. 

კობახიძე იყო მთლად ავანგარდში რუსული კანონმდებლობის მიღების ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ყველა ის ადმიანი, რომლებიც გაუშვეს პარლამენტიდან, მაგრამ არ გაუშვეს ადმინისტრაციული სექტორიდან, ზუსტად ამ კუთხით კვლავ რეპრესიები მოაწყოს.
არ ვიცი, თუ მინისტრები არ შეაცვლევინეს და მთელი აქცენტი გადაიტანა ადმინისტრაციულ სტაფზე, შეიძლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არცერთი მინისტრი ერთის გარდა ბიძინა ივანიშვილმა არ შეაცვლევინა კობახიძეს,“ - ამბობს დეკანოიძე.

 

საკადრო ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში - "პირველების" ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე იცვლება. ცვლილება შეეხება ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს ნინო გიორგობიანს, რომელიც ირაკლი კობახიძის მთავრობაში გადასვლის შემდეგ დატოვებს თანამდებობას. 

 

მსგავსი სიახლეები