ემუქრება თუ არა ენმ-ს რეგისტრაციის გაუქმება სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნით? - რას ამბობს კობახიძე

09.02.24 16:35
ემუქრება თუ არა ენმ-ს რეგისტრაციის გაუქმება სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნით? - რას ამბობს კობახიძე

ემუქრება თუ არა ენმ-ს რეგისტრაციის გაუქმება მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის თანამდებობაზე დანიშვნით? - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით შეუძლიათ თავად მიიღონ საკადრო გადაწყვეტილებები.

ჩემთვის არ არის ეს საინტერესო, მათ პარტიის შიგნით შეუძლიათ მიიღონ საკადრო გადაწყვეტილებები. ამით რესურსი ევერ შეემატებათ. ეს არის აბსოლუტურად მათი შიდაპარტიული საქმე", - ამბობს კობახიძე.

ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ენმ-ს პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ვიყო ბორტის თავმჯდომარე - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

დაპატიმრებული პრეზიდენტი აანონსებს, რომ მომავალი არჩევნების დროს პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

მსგავსი სიახლეები