ვის ტოვებს და ვის უშვებს პრემიერის მრჩევლის პოზიციიდან კობახიძე - პრემიერის პირველი კომენტარი

09.02.24 16:25
ვის ტოვებს და ვის უშვებს პრემიერის მრჩევლის პოზიციიდან კობახიძე - პრემიერის პირველი კომენტარი

რა ბედი ელით ყოფილი პრემიერის მრჩევლებს - დატოვებენ თუ დარჩებიან პოზიციებზე - ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი, რომლებმაც პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს, დიდი ალბათობით, თანამდებობას შეინარჩუნებენ. "ღირებულ კადრად" მოიხსენია პრემიერმა ასევე ირაკლი სესიაშვილიც. 

ორი-სამი დღე დამჭირდება. ორშაბათს დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ, მანამდე დამჭირდება კონსულტაციები, ამისთვის ეს რამდენიმე დღე იქნება დატვირთული, მათ შორის მინდა, რომ უშუალოდ მივიღო ინფორმაცია სტიქიასთან დაკავშირებით, სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. დატვირთული დღეები იქნება, ორშაბათამდე ყველაფერში გავერკვევი, მათ შორის საკადრო საკითხებში და ორშაბათს გაგიზიარებთ ინფორმაციას.

კონკრეტულად ეს ორი ადამიანი არის ღირებული კადრი, ისინი არიან პროფესიონალები, აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გადაწყვეტილება გადაიხედება. ირაკლი სესიაშვილიც არის ძალიან ღირებული კადრი, რაც შეეხება სხვა საკადრო საკითხებს, დამჭირდება ჩახედვა და მოგაწვდით ინფორმაციას,“ - ამბობს კობახიძე.

რა ბედი ელით დეპუტატებს, რომლებიც კობახიძესთან დაპირისპირეის გამო პარლამენტიდან მთავრობაში გადავიდნენ - ისინი, ვინც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირეს და კობახიძის საპარლამენტო უმრავსლეობის წინააღმდეგ წავიდნენ, ახლა ახალი პრემიერის გადაწყვატილებას ელოდებიან

ცვლილებები მხოლოდ მრჩევლებს არ შეეხება - იცვლებიან მთავრობის ადმინისტრაციაში სხვადასხვა აპარატის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები