სააკაშვილს ერთი სული აქვს, გამოვიდეს და კისრები წააწყვიტოს იმ ადამიანებს, ვინც ახლა არიან ენმ-ის ხელმძღვანელობაში - ოდიშარია

09.02.24 16:46
სააკაშვილს ერთი სული აქვს, გამოვიდეს და კისრები წააწყვიტოს იმ ადამიანებს, ვინც ახლა არიან ენმ-ის ხელმძღვანელობაში - ოდიშარია

"სააკაშვილს ერთი სული აქვს, გამოვიდეს და კისრები წააწყვიტოს იმ ადამიანებს, ვინც ახლა არიან ენმ-ის ხელმძღვანელობაში," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აკეთებს.

როგორც ოდიშარია ამბობს, სააკაშვილი ენმ-ის ხელმძღვანელებზე გაბრაზებულია, რადგან ის ვერ გაათავისუფლეს პატიმრობიდან და ახლა ოდიშარიას შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციას დაიკავებს მესამე პრეზიდენტი პარტიაში. 

სააკაშვილი ბორდის წევრი იქნება, ბორდის თავმჯდომარე თუ გაუგებარი მათი პლატფორმის მონაწილე, ეს არაფერს არ ნიშნავს, სააკაშვილს ერთი სული აქვს, გამოვიდეს და კისრები წააწყვიტოს იმ ადამიანებს, ვინც ახლა არიან ენმ-ის ხელმძღვანელობაში და დარწმუნებული ვარ, ის არის სავსე ბოღმით, ვინაიდან ერთმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, მეორე ხაბეიშვილმა და სხვებმა ვერ გამოიხსნეს,“ - ამბობს ოდიშარია.

"ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ენმ-ს პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ვიყო ბორდის თავმჯდომარე" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები