იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში - ვის შეცვლას აპირებს ირაკლი ჩიქოვანი
იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში - დატოვებს თუ არა ყოფილი მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი თანამდებობას - თავდაცვის ახალი მინისტრი, რომელიც მუშაობას დღეს ოფიციალურად შეუდგა, საკადრო ცვლილებებზე კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.
როგორც ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, კონსულტაციები ექნება როგორც თავდაცვის უწყების თანამშრომლებთან, ასევე პრემიერთან და ამის შემდეგ გავრცელდება ინფორმაცია საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც მე ვგრძნობ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ გავაძლიერო ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. გუშინ განვაცხადე, მე მექნება კონსულტაციები, როგორც აქ არსებულ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, ასევე მექნება კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციების შემდეგ გაგაცნობთ,“ - ამბობს ჩიქოვანი.
ლელა ჩიქოვანის შესაძლო კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით შაბათის ეთერის ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი.