"ენმ - გამარჯვების კოალიცია" მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი - ხაბეიშვილი

09.02.24 17:15
"ენმ - გამარჯვების კოალიცია" მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი - ხაბეიშვილი

""ენმ - გამარჯვების კოალიცია" მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ ჩართული იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში," - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი პარტიულ საქმიანობაში ჩართულია და ამბობს, რომ "სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც უდიდეს და მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვებისა და ივანიშვილის დამარცხებაში". 

მილიონ 213 539 ადამიანი არის ოფიციალური მონაცემით ვინც ითხოვს სოციალურ დახმარებას საქართველოში და ამ სოციალური მიმართულებით, ვისაც ეკონომიკური დოვლათის შექმნას შეუძლია, ივანიშვილს უსამართლოდ ციხეში ჰყავს გამოკეტილი, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. ამ ადამიანებიდან შემწეობას იღებს მხოლოდ 439 000 ადამიანი იღებს და 700 000 ადამიანი ელოდება სოციალურ დახმარებას, უკიდურესად უჭირს ჩვენს მოქალაქეებს და შესაბამისად, ვისაც ეკონომიკური დოვლათის შექმნა შეუძლია ქვეყანაში, ივანიშვილს გამოკეტილი ჰყავს ციხეში. ასევე, ოფიციალური სტატისტიკით 299 00 ადამიანი სამ წელიწადში გავიდა საქართველოდან ემიგრაციაში იმისთვის, რომ საკუთარი შვილები გამოკვებონ, ვისაც შეუძლია საქართველოში ინვესტიციების შემოტანა და ეს შეუძლია მიხეილ სააკაშვილს, მილიარდობით დოლარის მოზიდვა, ეს ადამიანი ჰყავთ უსამართლოდ ციხეში გამოკეტილი და ამას აკეთებს ივანიშვილი. 300 000 ადამიანს ქონება აქვს დალომბარდებული საქართველოში, უკანასკნელი მონაცემებით ეს იყო 2020 წელს, ანუ ფაქტობრივად ყოველ მეექვსე მეშვიდე ადამიანს დალომბარდებული აქვს ქონება. მილიონ 600 000 ადამიანს აქვს სესხი ბანკებში კაბალურ პირობებში, 10 000 ლარზე იხდიან 18 000 ლარს, 5000 ლარზე იხდიან 9000 ლარს, ფაქტობრივად ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე სესხს იღებენ და ამ ქვეყანაში ვისაც შეუძლია სამუშო ადგილების შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა ეს ადამიანი უსამართლოდ არის ციხეში. 

მინდა გამოეხმაურო ამ ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვების და ივანიშვილის დამარცხებაში, პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია, პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ  არათუ სწრაფვაში ,არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია და ყველას კარგად მოეხსენება მისი ამ შესაძლებლობების შესახებ ივანიშვილისგან და მისი გუნდისგან განსხვავებით, ამიტომ ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ მზად არის „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტ სააკაშვილი და უშუალოდ ჩართული იყოს  ყოველდღიურ საქმიანობაში და ფაქტობრივად ეს ასეც არის, ჩვენ ცხადია რა შესაძლებლობაც გვაქვს კომუნიკაციის ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ეს კომუნიკაცია და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ უნდა დავასრულოთ დაყოფა, გათითოკაცება, გაჭირვება და ივანიშვილი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე საქართველოში, სადაც ადამიანები არ გარბიან ქვეყნიდან, აქვთ ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშო ადგილი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ენმ-ს პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ვიყო ბორდის თავმჯდომარე" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები